GEO
კომპანია
სოც. ქსელი
ვაზისუბნის მამული

კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს იმ იდეით, რომ აღადგინონ თავადი სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი  შატო, ააღორძინონ მივიწყებული ენდემური ყურძნის ჯიშები და ახალ სიმაღლეზე აიყვანონ საუკუნეების მანძილზე დღემდე მოტანილი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა. კომპანია ფლობს ვენახს, რომელიც გაშენებულია კახეთში - მეღვინეობის ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე რეგიონში,  მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონებში. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული რჩეული მოსავლით ამზადებენ.

 

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველო, ღვინის სამშობლოა. სწორედ, აქ მოაშენეს პირველად ყურძენი და შეძლეს ღვინის დაყენება. სწორედ, ქართული ვაზის გენები იძებნება მსოფლიოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის დნმ-ში. სწორედ, ქართული სიტყვა „ღვინო“ გახლავთ ყველა სიტყვის ფუძე, რომელიც ყურძნის წვენისგან მიღებულ ამ კეთილშობილ სითხეს აღნიშნავს. 

გაზიარება



დაგვიკავშირდით
მისამართი
ვაზისუბანი, კახეთის რეგიონი, საქართველო, 1504
ოფისი
თბილისი, სადგურის მოედანი 2
ელ-ფოსტა
 
ტელეფონი

ოფისი: 032 2 95 11 34
გაყიდვების დეპარტამენტი:+995 599 89 78 00
ტურიზმის დეპარტამენტი: 591 04 01 10
მარკეტინგის დეპარტამენტი: +995 599 93 10 11
ექსპორტი: +995 599 96 15 05