ტურები
სოც. ქსელი
გასინჯე, აღმოაჩინე
 

 



ექსკლუზიური ღვინოები
HISTORIC WINERY




თქვენ უნდა მოინახულოთ ვაზისუბნის ქონება





01

Passionate about exploring the most famous and luxurious Georgian wines



02

Visit the Historic Winery over 150 years of experience



03

Explore the beauty of magic Kakheti region






04

The perfect choice to experien ce the best of Kakheti wine traditions



05

Admire the spectecular land scape and magnificent colors of natural scenary



06

Taste and enjoy the fabulous wines to fine-tune your palate

EXCEPTIONAL LOCATION

 

 



გადმოწერეთ ბროშურა

ვაზისუბნის ღვინის ტურების პაკეტები

კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ორ ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ღვინოები და,,ქართული მზე“, რომელიც ბრენდის შემქმნელებისათვის ქართული ღვინის ახალ მიმართულებას წარმოადგენს.

„ვაზისუბნის მამული“ - წარმოდგენილია ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული გაუფილტრავი მშრალი ღვინოებით: „ქისი“, „ხიხვი“, „რქაწითელი“, „კახური მწვანე“ და „საფერავი“. ქვევრი წარმოადგენს ღვინის წარმოებისა და შენახვისთვის განკუთვნილ თიხის ტრადიციულ ჭურჭელს, რომლის გამოყენებით ქართველები საუკუნეების მანძილზე ამუშავებდნენ ვაზის წვენს. საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს ბრიტანულმა გავლენიანმა გამომცემლობამ Independent აღმოსავლეთ ევროპის 14 საუკეთესო ღვინო დაასახელა. მათ შორისაა საქართველოდან  „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის „საფერავი“.

„ქართული მზე“ - ეს ბრენდი ქართული ღვინის ახალი გემოვნური გამების შექმნის იდეით საზრდოობს. მისი შემქნელების მიზანია მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი.

ახალი ბრენდი შთაგონებულია ქართული მზით. აქედან მომდინარეობს მისი სიმბოლიკა, ქართული ასომთავრული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანი „დონი“ - მზის ღვთაების იდეოგრამა, რომელიც დატანილია ეტიკეტზე.

„ჩვენ გვინდა ქართული ენდემური სახეობების შერწყმით მოვახდინოთ ღვინის ახალი სახეობების შექმნა. ვართ ახლის ძიებაში და მივდივართ გაუკვალავი გზით. ვეძებთ და ვქმნით ქართული ღვინის ახალ პოტენციალს, ვაყალიბებთ ახალ გემოებს - ეს არის ამ ბრენდის მისია“ - გიორგი მშვიდობაძე, „ვაზისუბნის მამულის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ქართული მზე“  წარმოდგენილია შემდეგი სახეობის ღვინოებით:

  • “საფერავი ალექსანდროული” - წითელი მშრალი
  • “საფერავი” - წითელი მშრალი
  • “მუკუზანი” - წითელი მშრალი
  • “რქაწითელი მწვანე” - თეთრი მშრალი
  • „მწვანე“ - ნახევრადმშრალი.
STANDARD TOUR
აღწერილობა
მისაყოლებელი
Cheese assortment, Churchkhela,Georgian bread, Spring water
ფასი
20 GEL
PREMIUM TOUR
აღწერილობა
მისაყოლებელი
Cheese assortment, Churchkhela,Georgian bread, Spring water
ფასი
40 GEL




დაგვიკავშირდით
მისამართი
Vazisubani, Georgia
ოფისი
თბილისი, სადგურის მოედანი 2
ელ-ფოსტა
info@gwh.ge
winetour@gwh.ge
 
ტელეფონი

ოფისი: 032 2 95 11 34
გაყიდვების დეპარტამენტი:+995 599 89 78 00
ტურიზმის დეპარტამენტი: 591 04 01 10
მარკეტინგის დეპარტამენტი: +995 599 93 10 11
ექსპორტი: +995 599 96 15 05