თავგადასავლები

ღვინის ტურები და კერძების შეხამება

აქ ჩვენი გამოცდილი სომელიეები დეგუსტაციის სესიებზე გაგიძღვებიან, სადაც თქვენი დაუვიწყარი გამოცდილება იქმნება: არასდროს დაიღლებით ღვინის ფერის, არომატის და ენერგიის შეგრძნებით, მისი საჭმლის გემოებთან შეხამებით და ექსპერიმენტებით.

დაგვიკავშირდით

0 353 200 222

reservation@VE.ge

ღონისძიებები

ვაზისუბნის მამული დაუვიწყარ გამოცდილებას შექმნის ქორწილების, დაბადებისდღეების და სხვადასხვა ტიპის წვეულებებისთვის. მამულის გასაოცარი ხედები საუკუნეების განმავლობაში იყო შთაგონების წყარო პოეტებისთვის და მხატვრებისთვის. Ახლა ეს სივრცე თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გასაზიარებლად იდეალური ლოკაციაა.

დაგვიკავშირდით

0 353 200 222

reservation@VE.ge

ვახშამი ვენახებში

ეს სერვისი ჩვენთვის ერთ-ერთი ამაღელვებელი აქტივობაა: თქვენთვის ვენახების შუაგულში ვახშამი ეწყობა, რომელიც  ადგილობრივი მარტივი, მაგრამ გემრიელი კახური კერძებით და ვაზისუბნის მამულის ღვინით სრულიად უნიკალური გამოცდილებაა. გვინდა, რომ თქვენი აქ დაგროვილი მოგონებები ცოცხალი, ავთენტური და ხანგრძლივი იყოს. ისე, რომ თან დატკბეთ აქაურობისთვის დამახასიათებელი რომანტიული ლანდშაფტით, ბაღებით და აქვე მოყვანილი ჩვენი სეზონური ინგრედიენტებით.

დაგვიკავშირდით

0 353 200 222

reservation@VE.ge

სხვა აქტივობები

ზაფხულის სეზონი ყოველთვის ქმნის იოგის სესიების, ლაშქრობის, ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებების მოწყობის, პიკნიკების და ბუნებასთან მეტად სიახლოვის შესაძლებლობებს. 

კოცონის ირგვლივ ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ღვინის წრუპვის  შესაძლებლობა ჩვენს მამულში ერთ-ერთი განსაკუთრებული აქტივობაა. 

მსურველებისთვის ასევე ვაორგანიზებთ კახური სამზარეულოს მასტერკლასებს, სადაც ქართული სამზარეულოს ტექნიკებს და ტრადიციული კერძების მომზადების საიდუმლოებებს ვაზიარებთ. 

დაგვიკავშირდით

0 353 200 222

reservation@VE.ge