მამულის ისტორია

ისტორია

ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც იმ პერიოდის საქართველოში სახელგანთქმულმა თავადმა, სულხან ჭავჭავაძემ, 1891 წელს ვაზისუბნის მამულში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა. Ამის შემდეგ, სულხან ჭავჭავაძე მეღვინეობის დარგში ინოვატორად მოიხსენება, რომელმაც ვაზისუბნის მამული  საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად გადააქცია და მისი განვითარებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. 

თუმცა, ვაზისუბნის მამული დროსთან ერთად მუდმივად იცვლიდა ფორმას, და ფუნქციას. ვენახები, რომელზეც Სულხან ჭავჭავაძე ასე ზრუნავდა, მალე რომანოვების სასახლის ნაწილად იქცა, მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ამ ვენახებზე სხვადასხვა ექსპერიმენტული ბაზა გაკეთდა. მრავალი წლის განმავლობაში ვაზისუბნის მამული უფუნქციოდ იყო მიტოვებული და Სულ მალე აყვავებული Მეურნეობა თავის ისტორიასთან ერთად განადგურების პირას დადგა. 

ადგილის ხელახლა დაბადების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, მაშინ როდესაც კონკრეტული იდეით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფმა ამ ადგილისთვის ახალი იდენტობის შექმნა განიზრახა: ვაზისუბნის მამული უნდა დაბრუნებოდა ძველ იერსახეს, შეეძინა ახალი ფუნქცია და განახლებული, თანამედროვე ფორმით გაეგრძელებინა  საუკუნოვანი ისტორია. 

ამისთვის ვენახები ხელახლა გაშენდა, გაუქმებულ 140 წლის ღვინის მარანს ფუნქცია დაუბრუნდა; რესტავრაცია გაუკეთდა სასახლეს, რომელიც დღეს 19 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმროა გარშემორტყმულია ბაღით, სადაც ასწლოვანი ხეები და მცენარეთა იშვიათი სახეობები ხარობს.

“ვაზისუბნის მამული” თავის უწყვეტი მეღვინეობის ტრადიციით, უგემრიელესი კახური სამზარეულოს კერძებით და დამახასიათებელი თანამედროვე შტრიხებით სტუმრებისთვის “მეორე სახლის” ფუნქციას ითავსებს. Ეს არის ადგილი მამულის ღვინით ტკბობისთვის, განსაკუთრებული მომენტებისთვის, დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად, საკუთარ თავთან და ბუნებასთან საურთიერთობოდ, სივრცე გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვისთვის. სასტუმრო, სადაც ამ პროცესს პატივს სცემენ. ეს არის მამული, რომელიც ღვინის მოყვარულების ცხოვრების ნაწილი ხდება.

წარჩინებული ოჯახი

სულხან ჭავჭავაძე

ვაზისუბნის მამული მოიცავს 35 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახს, აღდგენილ მარანს და XIX საუკუნის სასახლეში განთავსებულ ბუტიკის ტიპის სასტუმროს. ამ განსაკუთრებული ადგილის ისტორია 1869 წლიდან იწყება, როდესაც წარჩინებულ ქართულ ოჯახში დაიბადა სულხან ჭავჭავაძე.

ვინ ვართ ჩვენ

“ვაზისუბნის მამული” ამ ადგილზე ათწლეულების წინ დაწყებულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დგას . მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მთავარი მოტივაციაა  მამულში ჩამოსულ სტუმრებისთვის განუმეორებელი თავგადასავლების მოწყობა, რომელიც უწყვეტი მეღვინეობის ტრადიციით და უგემრიელესი კახური სამზარეულოთი მათთვის ხანგრძლივ და პოზიტიურ მოგონებებს შექმნის . 

Since 1981