რესტორანი
“ვაზიუბნის მამულის” სტუმრებს თანამედროვე, მინიმალისტურ გარემოში განახლებული კახური სამზარეულოთი ვმასპინძლობთ. თანამედროვე ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი, ქეთი ბაქრაძე, მაქსიმალურად ითვისებს ადგილობრივ იგრედიენტებს, გამოირჩევა ტრადიციული სამზარეულოს მიმართ ექსპერიმენტული მიდგომით, ქმნის ახალ გემოებს და გურმანებს გასტრონომიულ მოგზაურობაში იწვევს. ექსკლუზიური კერძები მხოლოდ ადგილზე დასაგემოვნებლად მზადდება, გაჯერებულია მამულის ბაღში მოყვანილი პროდუქტის არომატით და სრულყოფილებისთვის, “ვაზისუბნის” მაღალი ხარისხის ღვინით ქმნის თქვენს საუკეთესო გამოცდილებას.
ჩვენი გუნდი “ფერმიდან-სუფრამდე” კონცეპტით ხელმძღვანელობს, ამიტომ, პროდუქტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, რესტორნის მენიუ სეზონურად იცვლება.
რესტორანი მისი მინიმალიზმითა და უბრალოებით შესანიშნავად ერგება მე-19 საუკუნის ისტორიული სასახლის არქიტექტურას. შენობა იატაკიდან ჭერამდე გამჭვირვალე შუშითაა დაფარული, საიდანაც ყველა მხრიდან მამულის შთამბეჭდავი ხედები იშლება. პროექტი არქიტექტორ გაგა კიკნაძის და დიზაინერ ნესტან ვარდიაშვილის წარმატებული კოლაბორაციაა. გვიხარია, რომ როგორც არქიტექტურის, ისე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივი ნიჭიერი პროფესიონალები მუშაობდნენ.