ამულის ღვინო

მამულის ღვინო

ჩვენი ვენახები კახეთის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რომელიც იდეალურია ისეთი ენდემური ჯიშების კულტივაციისთვის, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. 

ვაზისუბნის მამულში მთავარი მეღვინის, ლადო უზუნაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ  ყოველწლიურად 50,000 ბოთლ ქვევრის წითელ და თეთრ ღვინოს ვაწარმოებთ. ბრენდის განვითარების პროცესში, ქართული ღვინის ანტიკურ ფესვებს ყველაზე მეტად ვუვლით და ვუფრთხილდებით. თითოეული ბოთლი მამულის გენეტიკური მეხსიერებაა და ქართული ღვინის ანტიკურ წარსულს აცოცხლებს. 

ჩვენი არომატული და მდიდრული გემოს მქონე ღვინო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური ვაზის ჯიშებისგან იქმნება. Აქ ქართულ ტრადიციულ ქვევრში დამზადების მეთოდს ვიყენებთ, რომელსაც 8000 წლის უწყვეტი ისტორია აქვს. ჩვენი ღვინო ქვევრებში გადის ფერმენტაციის პროცესს, აქ ყალიბდება, ძველდება, და აქ იზამთრებს, სანამ პირველად ნახავს გაზაფხულის მზის სინათლეს. Ქვევრიდან ღვინოს, მისი “დაბადებიდან” პირველად, სწორედ გაზაფხულზე ვიღებთ. 

უნიკალური კლიმატის გარდა, ვაზისუბნის მამულის ღვინოს წარმოების ის პროცესი  გამოარჩევს, რომელიც  მამულში უწყვეტად სრულდება: ნიადაგის მოვლიდან ვაზის ფორმირებამდე, მოსავლის აღებიდან ღვინის ბოთლებში დაძველებამდე – წარმოების ამ ციკლში მეღვინეობის კარგად გამოცდილი თეორიები პრაქტიკაში განსხეულდება. Მთელი ეს პროცესი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს და საბოლოოდ გასაოცარ შედეგებს გვაძლევს.

საერთაშორისო აღიარება

  • Mundus Vini- The Grand International Wine Award 2020- დუსელდორფი, გერმანია
  • ღვინო : ქისი ქვევრი 2018 – ოქროს მედალი 
  • Decanter Asia Wine Award 2019 – ჰონგ კონგი
  • ღვინო : რქაწითელი  ქვევრი 2017  – ვერცხლის მედალი
  • საფერავი ქვევრი 2018- ბრინჯაოს მედალი
  • Mundus Vini- The Grand International Wine Award- დუსელდორფი, გერმანია
  • ღვინო : საფერავი ქვევრი 2017- ვერცხლის მედალი

მეღვინე

ლადო უზუნაშვილი

“ვაზისუბნის მამულის” ღვინის უკან, საერთაშორისო აღიარების მქონე ღვინის ქართველი ექსპერტი, ლადო უზუნაშვილი დგას.  ლადო მისი ოჯახის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის მე-11 თაობის წარმომადგენელია, ამიტომ შეიძლება გასაკვირი არც არის, რომ მეღვინეობა მის სისხლშია გამჯდარი. 

Წლების განმავლობაში ლადო ღვინის დაყენების ექსპერიმენტებს მსოფლიო მასშტაბით ატარებდა. ცოდნა საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიასა და საქართველოში გაიღრმავა, ახლა კი მრავალფეროვანი გამოცდილების შედეგებს “ვაზისუბნის მამულში” აზიარებს.

ვინის მაღაზია

Მე-19 საუკუნის სასახლეში განთავსებული “ვაზისუბნის მამულის” მაღაზია უნიკალური ღვინის სელექციის, ჭაჭის,  საჩუქრებისა და სამახსოვრო ნივთების არჩევანს გთავაზობთ.

სამუშაო საათები:

ორშაბათიდან კვირამდე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე

Since 1981