შეხვდი ახალ 2022 წელს ვაზისუბნის მამულში!

ჩვენთან საახალწლო განწყობით გაჯერებული, დახვეწილი გარემო დაგხვდებათ, სადაც თანამედროვე დიზაინი და გამორჩეული ქართული სტუმარ-მასპინძლობა დაუვიწყარი დღესასწაულის წინაპირობას ქმნის.

2021 წლის ბოლოს, ცხადია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული დღეების აღნიშვნის ტრადიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ აქამდე ხალხმრავალი და ხმაურიანი შეკრების ადგილები იყო აქტუალური, ახლა დღესასწაულების გატარებას, როგორც წესი, მშვიდ, მყუდრო და პირადულ გარემოში ვამჯობინებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი გასართობი ელემენტები დავიწყებას უნდა მიეცეს: საყვარელ ადამიანებთან ერთად განსაკუთრებული დროის გატარება, სოციალიზაცია, სადღესასწაულო ვახშმით თავის შექცევა… ამ ყველაფრის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია.

31 დეკემბერი

18:00 საათიდან მეცხრამეტე საუკუნის ისტორიული სასახლის ტერასაზე აპერიტივებით გაგიმასპინძლდებით 

21:00 – განსაკუთრებული საახალწლო ვახშამი 

22:30 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი (ცოცხალი შესრულება)

12:00 – ფეიერვერკები

12:30 – DJ პერფორმანსი 

1 იანვარი

9:00 -11:00 – უგემრიელესი საახალწლო საუზმე

13:00 – კახური ბრანჩი, გასტრონომიული მოგზაურობა | DJ პერფორმანსი

სპეციალური საახალწლო ფასები (ყველა ხარჯის გათვალისწინებით):

31 დეკემბერი – 2 იანვარი

სტანდარტული ოთახი – 500 $

სტანდარტული ოთახი აივნით – 550 $

Junior Suite – 600$

Suite – 650$

King Suite – 700$

მოცემული ფასები სასტუმროში ორ ღამეზეა დათვლილი და მოიცავს ახალი წლის სადღესასწაულო ვახშამს, მუსიკალურ პერფორმანსს, საუზმეს და პირველი იანვრის ბრანჩს. ფასსში გათვალისწინებულია 18% დ.ღ.გ.

გახსოვდეთ, რომ ჩვენთან მხოლოდ 19 ოთახია ხელმისაწვდომი. დაგახვედრებთ მყუდრო, უსაფრთხო, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულ გარემოს.

ელ.ფოსტა: reservation@ve.ge

ტელეფონი: 0353 20 02 22