წესები და პირობები
მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ვებ-გვერდით www.vazisubaniestate.ge. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რადგან ისინი არეგულირებს საიტის გამოყენებას, მასზე განთავსებული მომსახურების და პროდუქციის მიღებასა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლებს.
შპს ვაზისუბნის მამული
ს/კ 404443349
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- „საიტი” – ვებ-გვერდი www.vazisubaniestate.ge მისი ყველა ქვეგვერდი და ფუნქციონალი;
- „კომპანია” – საიტის მფლობელი და ოპერატორი;
- „მომხმარებელი” – ნებისმიერი პირი, რომელიც შედის საიტზე ან იყენებს მის მომსახურებას;
- „მომსახურება” – საიტზე განთავსებული პროდუქცია, ინფორმაცია, კომუნიკაციის საშუალებები და სხვა შეთავაზებები;
- „პერსონალური ინფორმაცია” – ნებისმიერი მონაცემი, რომელიც მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით არის მიწოდებული (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა და სხვა);
- „კონტენტი” – საიტზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გამოსახულება, ვიდეო, დიზაინი და სხვა მასალა.
2. წესებზე თანხმობა
საიტზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს;
- სრულად ეთანხმება მათ;
- იღებს ვალდებულებას დაიცვას ისინი.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რომელიმე დებულებას, იგი ვალდებულია შეწყვიტოს საიტის გამოყენება.
www.vazisubaniestate.ge -ზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად აღიარებთ, რომ ეს ინფორმაცია გაცნობილია თქვენთვის. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს არ უნდა განაგრძოთ ვებ-გვერდით სარგებლობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაგრძობთ ვებ-გვერდის გამოყენებასა და სერვისის მიღებას, ეს ავტომატურად ჩაითვლება თქვენი მხრიდან წინამდებარე წესებზე და პირობებზე სრული თანხმობის განცხადებად.
3. საიტის გამოყენების პირობები
მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს საიტი კანონიერად და კეთილსინდისიერად.
აკრძალულია:
- საიტის ფუნქციონირების შეფერხება ან დაზიანება;
- საიტის უსაფრთხოების დარღვევა;
- არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება;
- საიტის გამოყენება უკანონო მიზნებისთვის;
- მესამე პირის უფლებების დარღვევა.
კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა საიტზე, თუ დაფიქსირდება წესების დარღვევა.
4. რეგისტრაცია და კომუნიკაცია
საიტის გარკვეული სერვისების გამოყენებისას მომხმარებელს შესაძლოა მოეთხოვოს საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და ნამდვილი;
- იგი თავად არის პასუხისმგებელი არასწორი ინფორმაციის შედეგებზე.
კომპანია უფლებამოსილია დაუკავშირდეს მომხმარებელს:
- პროდუქციის მიწოდების მიზნით;
- ინფორმაციის დაზუსტებისთვის;
- მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
5. პერსონალური მონაცემების დამუშავება
მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
- წარმოადგენს ნებაყოფლობით მიწოდებულ მონაცემებს;
- გამოიყენება მხოლოდ კომპანიის შიდა მიზნებისთვის;
- არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კომპანია იღებს ყველა გონივრულ ზომას მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად.
6. შეკვეთა, მიწოდება და მომსახურება
- პროდუქციის შეკვეთა ხდება საიტის საშუალებით ან სხვა საკომუნიკაციო არხებით;
- მიწოდების პირობები და ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად; სავარაუდო მიწოდების დრო არის 2 სამუშაო დღე;
- კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას შეკვეთაზე ტექნიკური ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო;
- მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს სწორი საკონტაქტო და მიწოდების ინფორმაცია.
7. ინტელექტუალური საკუთრება
საიტის სრული კონტენტი წარმოადგენს კომპანიის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირების საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
აკრძალულია:
- კონტენტის კოპირება ან გავრცელება კომპანიის თანხმობის გარეშე;
- კომერციული გამოყენება;
- საიტის დიზაინის ან სტრუქტურის იმიტაცია.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია არ აგებს პასუხს:
- ტექნიკურ შეფერხებებზე;
- მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე;
- მესამე პირების ქმედებებზე;
- არაპირდაპირ ზიანზე.
9. გარე ბმულები
საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე პირების ვებ-გვერდებზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული რესურსების შინაარსზე ან პოლიტიკაზე.
10. ფორს-მაჟორი
კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია ფორს-მაჟორული გარემოებების გამო (მათ შორის: ბუნებრივი კატასტროფები, ომი, ტექნიკური ავარიები და სხვა).
11. ცვლილებები წესებში და გამოსაყენებელი სამართალი
11.1 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები. ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
11.2 წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12. ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა
12.1 მომხმარებელს უფლება აქვს, დისტანციურად (ონლაინ) შეძენილი პროდუქტი დააბრუნოს მისი მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2 დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ არის გამოყენებული;
- დაცულია პროდუქტის საწყისი მდგომარეობა;
- არ არის დარღვეული შეფუთვის მთლიანობა;
- პროდუქტი არ არის გახსნილი (დალუქული პროდუქციის შემთხვევაში).
12.3 თუ ზემოაღნიშნული პირობები არ არის დაცული, კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პროდუქტის დაბრუნებაზე.
12.4 ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირება) ეკისრება მომხმარებელს.
12.5 კომპანია ვალდებულია დააბრუნოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, პროდუქციის კომპანიისთვის დაბრუნებიდან.

