ვაზისუბნის მამულის ისტორია

ვაზისუბნის მამულის ისტორია 1891 წლიდან იწყება — როდესაც ქართველმა არისტოკრატმა და მეღვინეობის ერთ-ერთმა პიონერმა, სულხან ჭავჭავაძემ, აქ იშვიათი ვაზის ჯიშები გააშენა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული მეღვინეობის განვითარება და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება.

დროთა განმავლობაში მამული სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენებოდა და თანდათან დაკარგა პირვანდელი იდენტობა. 2013 წელს, საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულმა გუნდმა ვაზისუბნის მამულის აღდგენის მნიშვნელოვანი ეტაპი წამოიწყო — მიზანი იყო პირვანდელი იერსახის დაბრუნება და საუკუნოვანი ისტორიის ღირსეული გაგრძელება.

გაშენდა ვენახები, რესტავრირდა 140-წლიანი მარანი და მე-19 საუკუნის სასახლე, რომელიც დღეს ბუტიკ-სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს.

ასევე განახლდა უნიკალური ბაღი, სადაც ხარობს ასწლოვანი ხეები და იშვიათი მცენარეები. დღეს ვაზისუბნის მამული ის ადგილია, სადაც მეღვინეობის ტრადიცია, კახური სამზარეულო და განტვირთვის შესაძლებლობა ჰარმონიულად ერთიანდება.

ჩვენს შესახებ

ვაზისუბნის მამული მეღვინეობის მრავალწლიან ტრადიციებზე დგას. პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის წარმოებასთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია დამსვენებლებს დაუვიწყარი გამოცდილება შევთავაზოთ.  

მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, უძველესი მარანი, ქვევრის ღვინო და კახური სამზარეულოს გამორჩეული კერძები – ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო პირობებს სრულყოფილი განტვირთვისთვის  

ჩვენი მიზანია, ვაზისუბნის მამულის მემკვიდრეობა ღირსეულად გავაგრძელოთ, ვიზრუნოთ ბუნებაზე და ყველა სტუმარს თბილად და გულწრფელად ვუმასპინძლოთ — რომ აქ დაბრუნება შინ დაბრუნებას ჰგავდეს.  

სულხან ჭავჭავაძე

მამულის ისტორია 1869 წლიდან იწყება — იმ წელს, როდესაც არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა სულხან ჭავჭავაძე, კახეთში მეღვინეობის განვითარების ერთ-ერთი პიონერი. 1891 წელს მან ააშენა მამულის პირველი სასახლე და გააშენა ვენახები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის მეღვინეობის კულტურის ჩამოყალიბებაში და ხელი შეუწყო კახეთის საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას.

დამფუძნებლები

მამუკა ხაზარაძე

თანადამფუძნებელი

30 წელი ქართულ ბიზნესში და არაერთი გადარჩენილი ეროვნული ბრენდი, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს – ეს არის  მამუკა ხაზარაძის ცნობილი ხელწერა ქართულ ბიზნესში და დიდი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.  
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით და ძალისხმევით,  ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის დასაცავად და გადასარჩენად, რამდენიმე ისტორიულ კომერციულ აქტივს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. მათ შორის არის ქვეყნის ეროვნული სამარკო ნიშანი – “ბორჯომი”, რომლის აღორძინებაც 1995 წელს დაიწყო და დღეს იგი მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელი,  საქართველოს უძველესი და ყველაზე ცნობილი საექსპორტო ბრენდია მსოფლიო ბაზარზე. 
 
2002 წელს მამუკა ხაზარაძემ აღადგინა და ახალი სიცოცხლე დაუბრუნა მუხრანში, განადგურების პირას მყოფ საუკუნოვან სამეფო მარანს, სადაც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპლექსი – “შატო მუხრანი”  მდებარეობს.  მეღვინეობის სექტორში საქმიანობა მან სწორედ „შატო მუხრანი” -ს აღორძინებით დაიწყო, რომლის თანადამფუძნებელიც  გახდა.
 
მამუკა ხაზარაძის ერთ-ერთი პირველი და მთავარი ბიზნესიდეა კი „თიბისი ბანკს“ უკავშირდება, რომელიც 1992 წელს 500 დოლარის ოდენობის საწყისი კაპიტალით დააფუძნა და 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ხოლო 2017 წელს FTSE 250 ინდექსშიც შევიდა.
 
მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, 2013 წელს დააფუძნა „ვაზისუბნის მამული“ – სულხან ჭავჭავაძის მიერ 1891 წელს აგებული და 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ განადგურებული ისტორიული კომპლექსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო. პროექტის ფარგლებში 33 ჰექტარ მიწაზე ხელახლა გაშენდა ვენახი და სრულად აღდგა XIX საუკუნის მარანი. დღეს, “ვაზისუბნის მამული”, რომელიც პირდაპირ ასოცირდება მაღალ ქართულ ხარისხთან, ადგილობრივი ვაზის ხუთი ჯიშისგან უნიკალურ ღვინოს აწარმოებს და MICHELIN Key-ს მფლობელია.

ბადრი ჯაფარიძე

თანადამფუძნებელი

ბადრი ჯაფარიძის სახელი და გვარი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერით გაჩნდა და მას შემდეგ ის ქვეყნის ყველაზე მსხვილ ეროვნულ პროექტებში აქტიურად ისმის.  1992 წელს ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი გახდა, 1996-2019 წლებში კი, მაშინ როდესაც მას  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ეკავა, თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა და FTSE 250 ინდექსში შევიდა.
 
1995 წელს, ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ეროვნული ბრენდის „ბორჯომის“ აღორძინებას. ქართული ტრადიციული მეღვინეობის, როგორც უძველესი დარგის  განვითარებას მან 2002 წელს მიჰყო ხელი, “შატო მუხრანის“ თანადამფუძნებელი გახდა და მუხრანში, საუკუნოვანი ისტორიის მქონე სამეფო მარანს სიცოცხლე დაუბრუნა. 
 
2013 წელს ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დააფუძნეს „ვაზისუბნის მამული“ (Vazisubani Estate). სულხან ჭავჭავაძის მიერ 1891 წელს აგებული და 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს განადგურებული ისტორიული კომპლექსი ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო. საუკუნის შემდეგ, ვაზისუბნის მამულში  33 ჰექტარზე ხელახლა გაშენდა ვენახი და პირვანდელი სახით აღდგა XIX საუკუნის მარანი, სადაც ადგილობრივი ვაზის ხუთი ჯიშისგან სრულიად უნიკალური ღვინო იქმნება.  “ვაზისუბნის მამული” დღეს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხარისხის ნიშანს, MICHELIN Key-ს ატარებს.

ბუტიკის ტიპის სასტუმრო

საუკეთესო ადგილი დასარჩენად

იხილეთ მეტი