ბუტიკი სასტუმრო

საუკეთესო ადგილი
დასარჩენად

Პროგრესული საზოგადოებისთვის ეს დაკარგული თავშეყრის ადგილი ინგლისელი და ქართველი არქიტექტორების და დიზაინრების გუნდის მიერ დახვეწილ ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გარდაიქმნა. 19 ოთახი, სადაც თითოეული სავსეა მზის ბუნებრივი სინათლით და ინტერიერი, რომელიც ინარჩუნებს მის განსაკუთრებულ ისტორიასთან შეხების წერტილს.  

ოთახებს აქ ისევ აქვთ თავის ისტორიული ელფერი, რომელიც თანამედროვე შტრიხებთან, ფერებთან და ფაქტურასთან ერთად აბალანსებს ოთახში სივრცის შეგრძნებას. თითოეული ოთახი გაწყობილია ვიქტორიანული ავეჯით, რომელიც სპეციალურად სასტრუმროსთვის, დიდი ბრიტანეთის აუქციონებზე შეირჩა. მათგან ყველაზე აღსანიშნავია Mallams Auctioneers, ერთ-ერთი უძველესი აუქციონერების გაერთიანება, რომელიც ოქსფორდში 1788 წლიდან ფუნქციონირებს, Moore Allen & Innocent, რომელიც ბრიტანეთში 1845 წლიდან იღებს სათავეს და 1759 წელს დაარსებული Dreweatts, აუქციონერთა წამყვანი საზოგადოება, რომელიც ბრიტანეთში იშვიათ კოლექციებს ფლობს. 

თითოეული ოთახი გამორჩეულია სახასიათო დიზაინით, აქ გამოყენებული ფერთა პალიტრით და ავეჯით. ქართველი და ბრიტანელი არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდი დაუღალავად მუშაობდა მამულის თანამედროვე იდენტობის შესაქმნელად, რომელსაც ასევე შეუნარჩუნდა ტრადიციული ელეგანტურობა და დამახასიათებელი ხიბლი.

რაც შეეხება ექსტერიერს, ჩვენ თავიდან ბოლომდე აღვადგინეთ გარე ფასადი, დავუბრუნეთ და შევინარჩუნეთ მისი ავთენტური სახე. ყველაზე მძაფრად  სწორედ შენობის ექსტერიერი ასახავს აქაურობის ისტორიულ-კულტურულ კონტექტს.

სასტუმროს ოთახები

დაჯავშნე ოთახი
დაჯავშნე ოთახი
დაჯავშნე ოთახი

ბაღი

ჩვენი მამული საქართველოში ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც სასტუმრო, რესტორანი და მარანი უნიკალური ბოტანიკური ბაღის შუაგულ ნაწილში ექცევა. 

პარკი 1.5 ჰექტარზე იშლება და  იშვიათი ასწლოვანი ეგზოტიკური მცენარეების სახეობებს იტევს. საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ურთხელი, გიგანტური ჰიმალაის კედარი, ქაღალდის ხე, ვერხვი, ამერიკული აკაცია, ცაცხვის ხეები,  ცხენისწაბლი, ბიოტა, კიპარისი, ფიჭვი, საქართველოს ენდემური რელიქტი კოლხური ბზა სწორედ ამ ბაღის ისტორიის ნაწილია.  ეკოლოგიური კლიმატური პირობების ცვლილების მიუხედავად, ბაღში არსებული თითოეული სახეობა ადაპტირებულია კახეთის მშრალ სუბტროპიკულ კლიმატთან, თითქმის ყველა სახეობა ბოტანიკურად ჯანსაღია და მამულში სპეციფიურ მიკროკლიმატს ქმნის. ამ მცენარეებით შექმნილი უნიკალური ოაზისი,  სეზონურად იცვლის იერს და ფერს,  ამ ბაღში შეიგრძნობთ წელიწადის ყველა დროს. 

ბაღის მშვიდი ატმოსფერო შეუდარებელი შესაძლებლობაა ფეხით სეირნობისთვის, პიკნიკისთვის ან უბრალოდ მზიანი დღეებით ტკბობისთვის.

მულტიფუნქციური სივრცე

ახალი სივრცე მამულის სტუმრებისთვის დროის საინტერესოდ გასატარებლად ახალ ალტერნატივებს ქმნის. შერჩეული დიზაინი მიზნად ისახავს უშუალობისა და კომფორტის ისეთ ერთიანობას, რომელიც შიდა და გარე ლოკაციებს ერთიან კომპოზიციად აქცევს. სივრცეზე ახალგაზრდა არქიტექტორების გუნდმა, Kera • architecture-მა იზრუნა. ბუნებრივი სინათლის სიუხვეს ამ გარემოში აგურის თაღების აგების შემდეგ განსაკუთრებულად ვგრძნობთ. ყურადღებით განსაზღვრული ფერები, ქსოვილები, განათება და ავეჯი გამორჩეულად მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის. ახალი არე სწორედ ისეთი ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც სიმშვიდესა და განტვირთვასთან ერთად სიახლეებსაც ეძებენ. ახალი კერძების, გემოების აღმოჩენის შესაძლებლობასთან ერთად, სპეციალურად შექმნილი ღვინის სადეგუსტაციო ოთახი, სადაც ჩვენი გამოცდილი სომელიეების გიმასპინძლებენ, იდეალურია ღვინის მოყვარულთათვის.

თავგადასავლები

ღვინის ტურები და კერძების შეხამება

აქ ჩვენი გამოცდილი სომელიეები დეგუსტაციის სესიებზე გაგიძღვებიან, სადაც თქვენი დაუვიწყარი გამოცდილება იქმნება: არასდროს დაიღლებით ღვინის ფერის, არომატის და ენერგიის შეგრძნებით, მისი საჭმლის გემოებთან შეხამებით და ექსპერიმენტებით.

რესტორანი

“ვაზიუბნის მამულის”სტუმრებს თანამედროვე, მინიმალისტურ გარემოში განახლებული კახური სამზარეულოთი ვმასპინძლობთ. თანამედროვე ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი, ქეთი ბაქრაძე, მაქსიმალურად ითვისებს ადგილობრივ იგრედიენტებს, გამოირჩევა ტრადიციული სამზარეულოს მიმართ ექსპერიმენტული მიდგომით, ქმნის ახალ გემოებს და გურმანებს გასტრონომიულ მოგზაურობაში იწვევს. ექსკლუზიური კერძები მხოლოდ ადგილზე დასაგემოვნებლად მზადდება, გაჯერებულია მამულის ბაღში მოყვანილი პროდუქტის არომატით დასრულყოფილებისთვის, “ვაზისუბნის” მაღალი ხარისხის ღვინით ქმნის თქვენს საუკეთესო გამოცდილებას.

აღმოაჩინე

მამულის ღვინო

ჩვენი ვენახები კახეთის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რომელიც იდეალურია ისეთი ენდემური ჯიშების კულტივაციისთვის, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე.

ვაზისუბნის მამულში მთავარი მეღვინის, ლადო უზუნაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველწლიურად 50,000 ბოთლ ქვევრის წითელ და თეთრ ღვინოს ვაწარმოებთ. ბრენდის განვითარების პროცესში, ქართული ღვინის ანტიკურ ფესვებს ყველაზე მეტად ვუვლით და ვუფრთხილდებით. თითოეული ბოთლი მამულის გენეტიკური მეხსიერებაა და ქართული ღვინის ანტიკურ წარსულს აცოცხლებს.

აღმოაჩინე

საკონფერენციო დარბაზი& მარანი

საკონფერენციო დარბაზი

ვაზისუბნის მამული იდეალური სივრცეა თქვენი გუნდის გადახალისებისთვის, შთაგონებისთვის და გუნდური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მხოლოდსაკონფერენციო ოთახი 40 ადამიანს იტევს, მაგრამ გარე ღია სივრცეები გაცილებით მეტი ადამიანისთვის ქმნის მშვიდ, იდეალურ ატმოსფეროს საქმიან ურთიერთობებზეკონცენტრაციისთვის.

მარანი

ის ძირძველი ტრადიციები, რომელიც ღვინის დაყენების რიტუალად იქცა, ვაზისუბნის ავთენტურ, დახვეწილ გარემოცვაში, 140 წლის ღვინის მარანაში ცოცხლდება.

ნიადაგის მოვლიდან ვაზის ფორმირებამდე, მოსავლის აღებიდან ღვინის ბოთლებში დაძველებამდე – წარმოების ამ ციკლში მეღვინეობის კარგად გამოცდილი თეორიები პრაქტიკაში განსხეულდება. Მთელი ეს პროცესი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს და საბოლოოდ გასაოცარ შედეგებს გვაძლევს.