რესტორანი

რესტორანი გულბათი მდებარეობს მამულის შუაგულში. „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციის გათვალისწინებით და მამულის ბაღის ინგრედიენტების გამოყენებით, რესტორანი გთავაზობთ ჯანსაღ კერძებს და გასტრონომიულ მოგზაურობას კახეთის რეგიონში, მამულის ღვინოების თანხლებით. ჩვენი მენიუ ყველა სეზონზე ახლდება და იქმნება ადგილობრივი და უნიკალური პროდუქტებით, რასაც ხელმძღვანელობს ცნობილი ქართველი შეფმზარეული – ქეთი ბაქრაძე. ის ქმნის ახალ გემოებს, აღმოაჩენს ადგილობრივ პროდუქტს, აცოცხლებს ძველს სტილის შენარჩუნებით და აძლიერებს მის ავთენტურ გემოებს.

დაჯავშნე მაგიდა:

+995 591 727 222

მენიუ