მამულის ღვინო
მამულის ღვინო
ვაზისუბნის მამული აწარმოებს ორ ბრენდს: ვაზისუბნის მამულის ქვევრის ღვინოები და „ქართული მზე“, რაც ახალი მიმართულებაა ბრენდის შემქმნელებისთვის.
ვაზისუბნის მამულში წარმოდგენილია ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის გაუფილტრავი მშრალი ღვინოები. ქვევრი არის ტრადიციული თიხის ჭურჭელი, რომელსაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ყურძნის წვენის დასამუშავებლად. ქვევრის ღვინის დამზადებას საქართველოში 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა დაასახელა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო 14 ღვინო, სადაც საქართველოდან დასახელებულ საუკეთესოთა შორის ვაზისუბნის მამულის ქვევრის საფერავი მოხვდა .
”ქართული მზე” ჩამოყალიბდა ქართული ღვინის ახალი გემოების შექმნის იდეის გარშემო. მისი შემქმნელების მიზანია, დაანახოს მსოფლიოს ქართული მზის ქვეშ დაბადებული ზღაპრული სასმელის უნიკალური პოტენციალი.
საერთაშორისო აღიარება
- Mundus Vini- The Grand International Wine Award 2020- დუსელდორფი, გერმანია
- ღვინო : ქისი ქვევრი 2018 – ოქროს მედალი
- Decanter Asia Wine Award 2019 – ჰონგ კონგი
- ღვინო : რქაწითელი ქვევრი 2017 – ვერცხლის მედალი
- საფერავი ქვევრი 2018- ბრინჯაოს მედალი
- Mundus Vini- The Grand International Wine Award- დუსელდორფი, გერმანია
- ღვინო : საფერავი ქვევრი 2017- ვერცხლის მედალი