მამულის ღვინო

ვაზისუბნის მამული კახეთში უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა. ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს ადგილობრივი ვაზის ჯიშების – საფერავის, რქაწითელის, ქისის, ხიხვისა და კახური მწვანეს – წარმატებულ კულტივირებას.

მთავარი მეღვინის, ლადო უზუნაშვილის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ვაწარმოებთ ღვინოს, რომელიც ასახავს საქართველოს ღვინის ცოცხალ მემკვიდრეობას.

ღვინის წარმოების გზა

ვაზისუბნის მამულში ღვინოს ვაწარმოებთ მხოლოდ ჩვენი ვენახებიდან მიღებული, უნიკალური ჯიშის ყურძნისგან. ვიყენებთ ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციულ მეთოდს.

ღვინო ქვევრში გადის ბუნებრივ ფერმენტაციას, აქვე ყალიბდება, ძველდება და მთელ ზამთარს მიწის წიაღში ატარებს. გაზაფხულზე კი პირველად ამოდის ქვევრიდან და ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ეს უწყვეტი, ბუნებრივი ციკლი — დაწყებული ნიადაგის მოვლითა და ვაზის ჯიშების გამრავლებით, ყურძნის კრეფით, დაწურვითა და ქვევრში დავარგებით — სწორედ ის პროცესია, რაც ვაზისუბნის მამულის ღვინოს გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.

საერთაშორისო აღიარება

2020

Mundus Vini – ღვინის საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

ოქროს მედალი

ქისი ქვევრი
2018

2019

Decanter Asia
ღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

ვერცხლის მედალი

რქაწითელი ქვევრი
2018

2019

Decanter Asia
ღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

ბრინჯაოს მედალი

საფერავი ქვევრი
2018

2020

Mundus Vini – ღვინის საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

ვერცხლის მედალი

საფერავი ქვევრი
2018

2020

Mundus Vini – ღვინის
საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

ოქროს მედალი

ქისი ქვევერი
2018

2019

Decanter Asia
ღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

ვერცხლის მედალი

რქაწითელი ქვევრი
2018

2019

Decanter Asia
ღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

ბრინჯაოს მედალი

საფერავი ქვევრი
2018

2020

Mundus Vini – ღვინის საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

ვერცხლის მედალი

საფერავი ქვევრი
2018

ჩვენი მეღვინეობის გზა

ვაზისუბნის მამულის ღვინოს წარმოების ის პროცესი გამოარჩევს, რომელიც მამულში უწყვეტად სრულდება. ჩვენი ფილოსოფია მარტივია: მოვიყვანოთ ჯანსაღი და ხარისხიანი ყურძენი, პატივი ვცეთ ტრადიციას და ბოთლში გადავიტანოთ ვენახის ნამდვილი ხასიათი. ეს ციკლი — ვენახიდან ბოთლამდე — საშუალებას გვაძლევს, ხარისხი ყველა ეტაპზე ვაკონტროლოთ.

როგორ ვქმნით ღვინოს ან ჩვენი მეღვინეობის გზა

ვაზისუბნის მამულის ღვინოს წარმოების ის პროცესი გამოარჩევს, რომელიც მამულში უწყვეტად სრულდება. ჩვენი ფილოსოფია მარტივია: მოვიყვანოთ ჯანსაღი და ხარისხიანი ყურძენი, პატივი ვცეთ ტრადიციას და ბოთლში გადავიტანოთ ვენახის ნამდვილი ხასიათი. ეს ციკლი — ვენახიდან ბოთლამდე — საშუალებას გვაძლევს, ხარისხი ყველა ეტაპზე ვაკონტროლოთ.

ჩვენი ღვინის ჯიშები

  • საფერავი (წითელი): მდიდარი, სხეულიანი და სტრუქტურულად გამართული; კარგად ძველდება.
  • რქაწითელი (თეთრი/ქარვისფერი): მკვეთრი, მშრალი და სუფთა გემო; მზადდება ქარვისფერი ღვინის სახით ქვევრში.
  • ქისი: რბილი, დაბალანსებული, ქვევრში დაყენებისას იძენს ელეგანტურ მშრალ ტანინურ სტრუქტურას.
  • ხიხვი: მსუბუქი და რბილი, დახვეწილი არომატითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
  • კახური მწვანე: ხალისიანი, ცოცხალი და მარტივად დასალევი

მთავარი მეღვინე

ვაზისუბნის მამულის გამორჩეული გემოების უკან დგას ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი — მეღვინეთა დინასტიის მე-11 თაობის წარმომადგენელი, რომელმაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიასა და საქართველოში დააგროვა. დღეს იგი ამ მრავალფეროვან გამოცდილებასა და სიღრმისეულ ცოდნას ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე იყენებს, რაც ვაზისუბნის მამულის ღვინოს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს

მთავარი მეღვინე

ვაზისუბნის მამულის გამორჩეული გემოების უკან დგას ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი — მეღვინეთა დინასტიის მე-11 თაობის წარმომადგენელი, რომელმაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიასა და საქართველოში დააგროვა. დღეს იგი ამ მრავალფეროვან გამოცდილებასა და სიღრმისეულ ცოდნას ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე იყენებს, რაც ვაზისუბნის მამულის ღვინოს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.
 

ღვინის მაღაზია

ვაზისუბნის მამულის ღვინის მაღაზიაში დაგხვდებათ ღვინის უნიკალური სელექცია: ქვევრის ღვინოები, ჭაჭა, სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთები.

სამუშაო საათები:
ორშაბათიდან კვირამდე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე