Tablet Hotels-ის წევრი

ვინ ვართ ჩვენ

მამულის ისტორია

იმ დღიდან იწყება, როდესაც იმ პერიოდის საქართველოში სახელგანთქმულმა თავადმა, სულხან ჭავჭავაძემ, 1891 წელს ვაზისუბნის მამულში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა

ისტორია

ღვინის ტურიზმის აღიარება

ვაზისუბნის მამული განსაკუთრებით ამაყობს ღვინის ტურიზმის სფეროში მიღებული აღიარებით – ავთენტური ატმოსფეროსთვის, გულწრფელი მასპინძლობისა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებისთვის.

აღმოაჩინე

MICHELIN-ის აღიარება

ვაზისუბნის მამულისთვის დიდი პატივია MICHELIN-ის გზამკვლევში მოხვედრა – აღიარება, რომელიც ჩვენი უნიკალური ხასიათის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დამსახურებაა.

აღმოაჩინე

ჩვენი ფილოსოფია

ვაზისუბნის მამულის ფილოსოფია ამ ადგილის ისტორიული წარსულის, ხელოვნების, ღვინის და სიცოცხლით ტკბობის ზომიერი ნარევია. დიდი ხნის წინ სწორედ ვაზისუბანი იყო იმ პერიოდის პროგრესული – მეცნიერებით, ხელოვნებით და სიახლეებით დაინტერესებული ადამიანების შეკრების ადგილი. სასახლე და მისი შემოგარენი ჯერ კიდევ გაჯერებულია მათი შემეცნებისა და გართობის ენერგეტიკით, ამიტომ აქ გატარებული დღეები, შეუძლებელია მეხსიერებაში დიდხანს არ დარჩეს.

თავის მრავალსაუკუნოვანი ბაღებით, საუკეთესო მიკროზონის ვენახებით და სასახლით ვაზისუბანში ჩამოსული სტუმრებისთვის მწვანე, მშვიდი და დახვეწილი ატმოსფერო იქმნება. აქ ადამიანები ერთმანეთს აღმოაჩენენ, საკუთარ გამორჩეულ იდენტობას იპოვნიან, შეიმეცნებენ და ამ ახალი ყოველდღიურობით ტკბებიან.

ღვინო კი ჩვენი ფილოსოფიის სიმბოლიკაა. ვაზისუბნის ღვინის ფერი, გემო, არომატი და ენერგია ქმნის ერთგვარ ხიდს წარსულის და მომავლის დაკავშირებისთვის, ურთიერთობისთვის და ამ დგილის სიცოცხლის შენარჩუენბისთვის

ჩვენი ფილოსოფია

ვაზისუბნის მამულის ფილოსოფია ამ ადგილის ისტორიული წარსულის, ხელოვნების, ღვინის და სიცოცხლით ტკბობის ზომიერი ნარევია.

დიდი ხნის წინ სწორედ ვაზისუბანი იყო იმ პერიოდის პროგრესული – მეცნიერებით, ხელოვნებით და სიახლეებით დაინტერესებული ადამიანების შეკრების ადგილი.

სასახლე და მისი შემოგარენი ჯერ კიდევ გაჯერებულია მათი შემეცნებისა და გართობის ენერგეტიკით, ამიტომ აქ გატარებული დღეები, შეუძლებელია მეხსიერებაში დიდხანს არ დარჩეს.

თავის მრავალსაუკუნოვანი ბაღებით, საუკეთესო მიკროზონის ვენახებით და სასახლით ვაზისუბანში ჩამოსული სტუმრებისთვის მშვენიერი მწვანე, მშვიდი და დახვეწილი ატმოსფერო იქმნება.

აქ ადამიანები ერთმანეთს აღმოაჩენენ, საკუთარ გამორჩეულ იდენტობას იპოვნიან, შეიმეცნებენ, ფიქრობენ და ამ ახალი ყოველდღიურობით ტკბებიან.

ღვინო კი ჩვენი ფილოსოფიის სიმბოლიკაა. ვაზისუბნის ღვინის ფერი, გემო, არომატი და ენერგია ქმნის ერთგვარ ხიდს წარსულის და მომავლის დაკავშირებისთვის, ურთიერთობისთვის და ამ დგილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

იხილეთ მეტი

ბუტიკ სასტუმრო
&
რესტორანი

ადგილი რომელიც წარსულში Პროგრესული საზოგადოების თავშეყრის ადგილი გახლდათ, დახვეწილ 19-ნომრიამ ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გარდაიქმნა, სადაც თითოეული კუთხე სავსეა მზის ბუნებრივი განათებით და დამშვენებულია ელეგანტური ავეჯით.

აღმოაჩინე
აღმოაჩინე

მამულის ღვინის მაღაზია

აღმოაჩინეთ ვაზისუბნის მამულის ღვინო

ღვინის შეძენა

ღვინის გამოცდილება

გიდირებული დეგუსტაციის სესიები, რომელსაც ჩვენი გამოცდილი სომელიეები უძღვებიან, ვაზისუბნის მამულის ღვინის სამყაროში ავთენტურ და დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

იხილეთ მეტი ტურის დაჯავშნა

გასტრონომიული გამოცდილება

ვენახებში ვახშამი ვაზისუბნის მამულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილებაა. გემრიელი კახური კერძებით და ვაზისუბნის მამულის გამორჩეული ღვინოებით.

დატკბით კახეთისთვის დამახასიათებელი რომანტიკული ლანდშაფტით და დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები, რომელთა ინგრედიენტების ნაწილი ჩვენსავე ბაღებშია მოყვანილი.

იხილეთ მეტი დაჯავშნა

გასტრონომიული გამოცდილება

Fვენახებში ვახშამი ვაზისუბნის მამულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილებაა, გემრიელი კახური კერძებით და ვაზისუბნის მამულის გამორჩეული ღვინოებით.

დატკბით კახეთისთვის დამახასიათებელი რომანტიკული ლანდშაფტით და დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები, რომელთა ინგრედიენტების ნაწილი ჩვენსავე ბაღებშია მოყვანილი.

იხილეთ მეტი რესტორნის დაჯავშნა